четверг, 24 декабря 2009 г.

მოწევა კლავს

პროექტის სახელი: მოწევა კლავს

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია თვალნათლივ დაანახოს მოსწავლეებს თუ რა საშინელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს თამბაქოს მოწევას და როგორ უმცირებს იგი ადამიანს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით და ინტერესით ჩაერთვნენ აღნიშნული პროექტის დამუშავებაში. ასეთმა დიდმა აქტიურობამ და ინტერესმა დაამტკიცა, თუ რაოდენ დროული და საჭირო იყო მათთვის ამ პრობლემის წინა პლანზე წამოწევა. პრობლემა კი მართლაც სერიოზულია. ნიკოტინი უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ და ვეგეტატურ ნერვულ სისტემაზე, აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სუნთქვის ცენტრს, იწვევს არტერიული წნევის მომატებას. მოწევა იწვევს ისეთ საშინელ დაავადებებს, როგორებიცაა: ფილტვის, ტრაქეის, ტრონქების, ხორხის სიმსივნეები. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მწეველი ქალებისა და მოზარდების მაღალი რიცხვი. თუ მოზარდები, და საერთოდ მწეველი საზოგადოების ნაწილი არ შეწყვეტენ მოწევას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი კატასტროფული იქნება.

მონაწილეთა ასაკი: 14–16

ვადები (ხანგრძლივობა): 2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები: საკვლევი თემის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მისი ანალიზი. დისკუსია, ფოტო–ვიდეო მასალის მოპოვება, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა.

მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას): ფოტოები, ვიდეო მასალა, კითხვარები, შექმნილი ბლოგი.

სარგეველი სხვებისთვის: დაინახონ საშიშროება, რასაც თამბაქოს მოწევა იწვევს, მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალის საფუძველზე დაყრდნობით გაიაზრონ და დაიმახსოვრონ, რომ სიცოცხლე ერთხელ ეძლევა ადამიანს და მას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ.
სამუშაო ენა: ქართული ენა

პროექტის ავტორი: ნინო თვალაბეიშვილი

ავტორის ელ. ფოსტა: n.tvalabeishvili@gmail.com